ინფექციის გავრცელების ასაცილებლად ციხის თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ

05 ოქტომბერი 2020, 10:10 1122 ნახვა

ბათუმის საპატიმროს თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე არიან - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ აჭარაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.

თანამშრომლებს ჯერ პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი მუსაობის ახალ გრაფიკზე გადავიდნენ. 

''დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს, ტექნიკურ პერსონალს და ა.შ. გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც (მიმდინარე წლის 29 მარტიდან) როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ. 4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, 30 მაისიდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სისტემატურად გადიან გეგმიურ PCR ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში