აჭარაში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

05 ოქტომბერი 2020, 10:36 1770 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

ორივე გარდაცვლილი მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

"80 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 23.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 04.10.2020"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, იგი 65 წლის ქალია.

"65 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია, შოკი, კომა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 04.10.2020"-აცხადებენ სამინისტროში.

დღეს, 5 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში