შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი

05 ოქტომბერი 2020, 10:57 718 ნახვა

ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი. საქმე ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ არასრულწლოვნებს.

ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დღეს გამოიკითხება, სავარაუდოდ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტი იქნება; შესაძლოა გამოკითხულთა შორის იყოს რომელიმე ბრალდებულიც.

6 არასრულწლოვნიდან ოთხს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება; ხოლო ორს, დამატებით განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში სდებენ ბრალს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში