ბოლნისსა და მარნეულში დაპირისპირებისას დაკავებულების სასამართლო

05 ოქტომბერი 2020, 11:59 1066 ნახვა

ბოლნისსა და მარნეულში  ძალადობის ბრალდებით  4 დაკავებულის სასამართლო  სავარაუდოდ დღეს გაიმართება. არ არის გამორიცხული ისინი  სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ, რადგან პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვს. ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებს   2   წლამდე  პატიმრობა ემუქრებათ.

პოლიციამ გუშინ სამ სხვადასხვა ინციდენტთან  დაკავშირებით 4 მოქალაქე დააკავა. ორი "ქართული ოცნების" და ამდენივე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში