სუნთქვის აპარატზეა 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 36-ის მდგომარეობა კრიტიკულია - ეკატერინე ტიკარაძე

05 ოქტომბერი 2020, 12:49 1856 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 115 კოვიდინფიცირებული პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას, 36 მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

"საქართველოს მასშტაბით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 115 პაციენტი, სუნთქვის აპარატზეა-23, კრიტიკულია-36. ჩართულია ცენტრალური კლინიკური ჯგუფი, რომელიც კოვიდს დაწყებისთანავე მოქმედებს საქართველოში. მათი რეკომენდაციებით და მათი მონიტორინგის ქვეშ იმართება ყველა პაციენტი. 

 

ჩვენ დამატებით ავამოქმედეთ რამდენიმე მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ კონსულტანტს. ამ პაციენტების მონიტორინგი ხდება ყველა პროტოკოლის დაცვით. 

 

ამ ეტაპისთვის საქართველოშ მასშტაბით მობილიზებულია 3000 საწოლამდე, საიდანაც 1630 საწოლი არის დამატებული და 300-ზე მეტი ადამიანი დაყოვნებულია ტრიაჟში, რომლებიც ელოდებიან დადასტურებას და ამის შემდეგ მოხდება მათი გადანაწილება სტაციონალში, თუ საკარანტინო სასტუმროში"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ მაღალია, ამიტომ აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება.

''აჭარაში კვლავ არის მაღალი მატება, რაც მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი აქტიურად არის ჩართული პროცესის მართვაში. მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამყოლობა და მათი მაღალი პასუხისმგებლობა, რაც აისახება სოციალური დისტანციის დაცვაში, პირბადის ტარებაში. ეს კვლავ რჩება მთავარ ღონისძიებად, რომელიც არის ეფექტის მომცემი. ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც ამ ეტაპისთვის არის საქართველოს მაშტაბით. ეს აჭარაში მეტად უფრო მანდატურულია. ვთხოვ მათ გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, დავზოგოთ ჩვენი ადამიანური რესურსი და დავიცვათ მოწოდებული ღონისძიებები'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში