საქართველოში კორონავირუსით 53-ე პაციენტი გარდაიცვალა

05 ოქტომბერი 2020, 12:54 1653 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრისგანცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი სამი პაციენტიდან 2 ბათუმში, ერთი კი ქუთაისში მკურნალობდა. 

62 წლის კაცი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდში” გადიოდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ბათუმიდან 24 სექტემბერს გადაიყვანეს. 

''მამაკაცი კლინიკაში შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიდა. პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - აცხადებენ კლინიკაში. 

ცოტა ხნის წინ განახლდა ინფორმაცია, stopcov.ge-ზე და გარდაცვლილთა რიცხვი 53-მდმორბენალი სტრიქონიე გაიზარდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში