მომდევნო 4 დღის განმავლობაში აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

05 ოქტომბერი 2020, 14:16 1190 ნახვა

სანაპირო კურორტებზე ხვალიდან ე.წ,,პატარა ზაფხულის” მეორე ეტაპი დაიწყება, მომდევნო 4 დღის განმავლობაში სტაბილურად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში საგრძნობლად აგრილდება, დღისით კი ტემპერატურა +28-30 გრადუსამდე მოიმატებს.

კონკრეტულად: ბათუმში ხვალ 6 ოქტომბერს +24, +26 გრადუსი იქნება, 7-8 და 9 ოქტომბერს კი +27, +29 გრადუსი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია, ჯერ ისევ თბილია ზღვა, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი იქნება მაღალი, გარუჯვისთვის კარგი.

 

ფოტო: ლევან ურიდია

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში