საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

06 ოქტომბერი 2020, 10:40 1524 ნახვა

დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4887​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 მოქალაქე გადის. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, ბათუმში ინფიცირების შემთხვევების მცირედი კლება შეიმჩნევა. გუშინ აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა იყო.   მარინა ენძელაძის თქმით, გაიზარდა ინფიცირებულთა მაჩვენებელი თბილისში და ის 99-ს შეადგენს. 

„დაფიქსირდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი აქედან 209 აჭარაში. ახალი შემთხვევებიდან აჭარაში გამოვლინდა – 348, დაახლოებით 63 პროცენტი, თბილისში – 99, იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში -19, მცხეთა მთიანეთში -10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიასა და კახეთში 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში -4, ოთხი, ქვემო ქართლში – ერთი, სამცხე ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში