აჭარაში კორონავირისის 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

06 ოქტომბერი 2020, 11:07 1775 ნახვა

დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 348 აჭარაში დაფიქსირდა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, ბათუმში ინფიცირების შემთხვევების მცირედი კლება შეიმჩნევა. გუშინ აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა იყო.  

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 209 კოვიდდადებითი პაციენტი. გარდაიცვალა 3 მოქალაქე. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს 9 კლინიკა ემსახურება. სამედიცინო დაწესებულებაში 470 მოქალაქეა მოთავსებული, მათგან 19 არასრულწლოვანია და 20 ორსული. ​კოვიდსასტუმროებში იმყოფება 930-ზე მეტი პაციენტია, რომელთაგან 90 ბავშვია. ნონა ეფაძის განმარტებით, ბინაზე მკურნალობს 1000-მდე პირი.  

რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს,  მარინა ენძელაძის თქმით, გაიზარდა ინფიცირებულთა მაჩვენებელი თბილისში და ის 99-ს შეადგენს. 

„დაფიქსირდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი აქედან 209 აჭარაში. ახალი შემთხვევებიდან აჭარაში გამოვლინდა – 348, დაახლოებით 63 პროცენტი, თბილისში – 99, იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში -19, მცხეთა მთიანეთში -10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიასა და კახეთში 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში -4, ოთხი, ქვემო ქართლში – ერთი, სამცხე ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში