აჭარაში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა

06 ოქტომბერი 2020, 11:13 1568 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია 68 და 84 წლის მამაკაცი და 64 წლის ქალი.

"გარდაიცვალა 3 პაციენტი. 68 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

64 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადება ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი. ჭარბწონიანი. 

84 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში.

აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 470 პაციენტი, 19 არასრულწლივანი, 20 ორსული. - რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლები-58.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში