შეიარაღებული დაპირისპირება მთიან ყარაბაღში

06 ოქტომბერი 2020, 11:44 1457 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სხვა აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა იქნება. თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, მისი თქმით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად რეგიონში ტერორისტები გადაისროლა, ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობა სურს. ილჰამ ალიევის თქმით, კი შეუძლებელია საკუთარი მიწის დაპყრობა. საქართველოსთან ერთად მინსკის თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანსა და სომხეთს დიალოგისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები27 სექტემბრიდან მიმდინარეობს, მხარეები  სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში