დეკანაშვილებში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

06 ოქტომბერი 2020, 14:42 1023 ნახვა

დახმარებას ითხოვს ხულოში სოფელ დეკანაშვილებში მცხოვრები მარტოხელა კაცი. ნოდარ დეკანაძის სახლის საცხოვრებლის ფასადი და საძირკველი დაბზარულია,  ერთი კედელი კი სრულად ჩამოშლილია. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით სახლი საცხოვრებლად  უვარგისია.  ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით  დეკანაძეები ვერ სარგებლობენ, რადგან მათ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი. რაც შეეხება სხვა სახის დახმარებას, ადგილობრივ მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დაზარალებულის ქირით გაყვანა შეუძლიათ, დამატებით ღონისძიებებზე კი მსჯელობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში