ყირგიზეთის ცესკო-მ ხელახალი არჩევნების ჩატარების ვადები დაასახელა

06 ოქტომბერი 2020, 17:02 1229 ნახვა

ყირგიზეთში კვირის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ ქვეყნის ცესკომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების ვადები დაასახელა.  პარლამენტის ახალი შემადგენლობის კენჭისყრა ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება. 

ყირგიზეთის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის  აბდიჯაფარ ბეკმატოვის განცხადებით,  ხელახალი არჩევნების მომზადების ვადები სამჯერ შეამცირეს. კენჭისყრა 60 დღის ფარგლებში უნდა გაიმართოს.  4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში პროსამთავრობო პარტიები მოხვდნენ.  

დამარცხებული პარტიების მხარდამჭერები, რომლებმაც ვერ შეძლეს აუცილებელი ბარიერის გადალახვა, ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.  დაიღუპა ერთი და დაშავდა 700-მდე ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში