აჭარაში კორონავირუსი 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

07 ოქტომბერი 2020, 11:04 1433 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 280 კოვიდ დადებითი პაციენტი.

რეგიონში covid-19-ით კიდევ ორი ადამიანი - 65 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 472 პაციენტი, 15 არასრულწლივანი, 20 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 23 პაციენტი.

უწყების ცნობით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა 53-ს შეადგენს. 

Covid სასტუმროებში რჩება 886 პირი, აქედან 92  არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში