ვითარება მთიან ყარაბაღში

07 ოქტომბერი 2020, 11:49 991 ნახვა

სომხეთში უარყოფენ აზერბაიჯანის ბრალდებას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე იერიშის მიტანა სცადეს. აზერბაიჯანის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ სომხეთის არმიამ  გუშინ  საღამოს  ნავთობსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ისინი აცხადებენ, აზერბაიჯანის ქმედებების შედეგად, იერიში მათ თავიდან აიცილეს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, -ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.  ერთ კვირაზე მეტია მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. 27 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულებზე. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხრიდან გარდაცვლილია 300-მდე, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაჭრილია 1 000-მდე მოქალაქე.საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ უშედეგოდ მოუწოდებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში