აქცია ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით

07 ოქტომბერი 2020, 12:37 762 ნახვა

საქართველოს კანცელარიის შენობასთან,   სამოქალაქო აქტივისტებმა მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს, მონაწილეები მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს საკუთარი პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულება, დაიცვან საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს, გალის რაიონში მცხოვრებ ირაკლი ბებუას რომელმაც 27 სექტემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშა დაწვა. ბებუამ ამ გზით გამოხატა სამოქალაქო პროტესტი ადგილობრივი საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. საპროტესტო აქტის შემდგომ საოკუპაციო რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ირაკლი ბებუა დღემდე სოხუმის ციხეში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში