ეკონომიკის აღსადგენად აუცილებელია დისციპლინის დაცვა - პრემიერი

07 ოქტომბერი 2020, 13:27 1209 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის აღსადგენად ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინისა და დაწესებული წესების დაცვა. პრემიერის განმარტებით ამისთვის მთავარია მთავრობის, ორგანიზაციებისა და საზოგადოების შეთანხმებულად მოქმედება.

პრემიერის განმარტებით, საარჩევნო პროცესი არ და ვერ გაჩერდება.

"მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. აქ ყველას უნდა ესმოდეს, რომ აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ პირბადე უნდა გავიკეთოთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ პირველ რიგში იმიტომ, რომ ეკონომიკური აღდგენა იყოს უფრო ეფექტური და სწრაფი.

ჩვენი სამუშაო ადგილების აღდგენა იყოს ბევრად ეფექტური და სწრაფი. რასაც აქამდე ვაკეთებდით სხვებზე უკეთესად და ახლაც ვაგრძელებთ.

უბრალოდ რამდენიმე კომპონენტი გვემატები. პირველი კომპონენტია საარჩევნო პროცესი, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ და არ გავაჩერებთ. მიუხედავად ზოეგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა. ეს ხელშეუხებელი პროცესია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ჩატარდება. მაგრამ ეს არის პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა, მთავრობა, ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს.

ორგანიზაციებსაც აქვთ თავისი პასუხისგმებლობა. ესაა მაგალითად: ელემენტარული თერმოსკრინინგი. უნდა გვესმოდეს, რომ იქ სადაც შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. იქ სადაც რომელიმე თანამრომელი ინფიცირებულის კონტაქტია, უნდა მოვუწოდოთ, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში.

რაც შეეხება მოქალაქეებს, მოქალაქეების მხრიდან მარტივი წესებია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის ად ჰიგიენის წესების დაცვა. 8 თვე გავიდა და ვერავინ თავის მოქალაქეს უფრო ეფექტური წესები ვერ შესთავაზა"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში