თორნიკე რიჟვაძის შეთავაზება აქციის მონაწილეებს

07 ოქტომბერი 2020, 14:52 2076 ნახვა

ამ წუთებში რეგიონის მთავრობის სახლთან ისევ იკრიბებიან  მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახურები დაკარგეს. ადმინისტრაციის შენობასთან მეორე დღეა 6 პუნქტიანი მოთხოვნით 7 ადამიანი შიმშილობს. ისინი საბანკო სესხების გადავადებას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და გაზრდას, ასევე სტუდენტებისთვის შეჩერებული სტატუსის აღდგენას და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვრების გახსნას და პანდემიის გამო შეჩერებული სამუშაოების აღდგენას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ღია ფორმატში. მათთან ცოტა ხნის წინ, თორნიკე რიჟვაძე მივიდა და მათ  მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში