ივერი მელაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

08 ოქტომბერი 2020, 11:49 1278 ნახვა

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ივერი მელაშვილის ადვოკატი კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში