აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, სომხეთმა განჯაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

08 ოქტომბერი 2020, 11:53 1439 ნახვა

სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმია ქალაქ სტეფანაკერტს რაკეტებით ბომბავდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს დილით აზერბაიჯანის არმიამ სამხრეთის მიმართულებით თავდასხმის დაწყება სცადა, თუმცა შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი ჯარისკაცი, სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი დაკარგა და ბატალიონის ჯარისკაცები ჯებრაილის პოსტებიდან გაიქცნენ. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთის საბრძოლო ზონაში აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში