აჭარაში ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს 

09 ოქტომბერი 2020, 10:40 23021 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აჭარის რეგიონში ფლობდა ყავის საწარმოს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კი სხვის სასაქონლო ნიშანს იყენებდა. პროდუქციის დაფასოება და რეალიზაცია ერთ-ერთი ბრენდირებული ყავის სახელწოდების გამოყენებით ხდებოდა. 

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით მზა პროდუქცია და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში