აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა ორი პაციენტი 

09 ოქტომბერი 2020, 11:06 2305 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდდადებითი პაციენტი.

გარდაიცვალა ორი მოქალაქე, ისინი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და covid-სასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.

ნონა ეფაძის თქმით, აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 512 პაციენტი, 12 არასრულწლივანი, 21 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია - 39 პაციენტი. მისივე განმარტებით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 104.

Covid სასტუმროებში 878 პირი რჩება, მათ შორის არასრულწლოვანი - 95. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ნონა ეფაძის განცხადებით, სტაციონარულ მკურნალობას შერეული პრინციპით დაემატა ორი სამედიცინო დაწესებულება, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და მედცენტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში