აჭარაში ორი პაციენტი გარდაიცვალა, ისინი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ

09 ოქტომბერი 2020, 11:27 1304 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. 

55 წლის ქალი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში  ექვს ოქტომბერს შეიყვანეს. პაციენტს COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. უწყების ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

რაც შეეხება მეორე პაციენტს, გარდაიცვალა 61 წლის ქალი. ის კლინიკაში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს.  მედიკოსების განმარტებით, პაციენტს კორონავირუსთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

კლინიკაში, ამ დროისთვის 55 კოვიდ ინფიცირებული გადის მკურნალობას. ავთანდილ მიქელაიშვილის თქმით, მძიმე პაციენტები არ ჰყავთ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში