დემარკაციის კომისიის წევრები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

09 ოქტომბერი 2020, 11:50 1139 ნახვა

„არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია, - საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი სისხლის სამართლის პროცესზე ემოციური სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რომ მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ შეეგუება და ვერც ციხე გატეხს. დაკავებულებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და განმარტავენ, რომ საქართველოს საზღვრების დასადგენად რუკა, რომლის დემარკაციის პროცესში გამოუყენებლობასაც ედავებიან, საზღვრების დასადგენად გამოუსადეგარია. ილიჩოვას ადვოკატმა გირაოს სახით სასამართლოს 20 000 ლარი შესთავაზა, ხოლო ივერი მელაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, იგი დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. 17 აგვისტოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში