მომდევნო კვირაში გადაწყდება როდის მოიხსნება შეზღუდვები აჭარაში

09 ოქტომბერი 2020, 14:47 1965 ნახვა

მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი როდის და რა შეზღუდვები მოიხსნება აჭარაში.   ამის შესახებ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველ ეტაპზე  მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. დაზუსტდება სკოლებისა და ბაღების განახლების თარიღებიც. ასევე გადაიხედება კაფე რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეგიონში 3 000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა, მისივე განმარტებით, შემცირებულია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ტესტირების პასუხების დაყოვნების ვადაც და მოქალაქეებს კორონავირუსზე აღებული კვლევის შედეგებს 24 საათში აწვდიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში