87 წლის ასაკში რამაზ სურმანიძე გარდაიცვალა

09 ოქტომბერი 2020, 18:02 1832 ნახვა

87 წლის ასაკში ექიმი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი  რამაზ სურმანიძე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი ბერად აღიკვეცა. ის იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე,  იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის საკრებულოს წევრი.

რამაზ სურმანიძე არა ერთი ისტორიული, პუბლიცისტური და სამეცნიეირო ნაშრომის ავტორია. მას ეკუთვნის წიგნი „1937 წლების ტრაგედია ბათუმში“, სადაც 640 რეპრესირებული ადამიანის შესახებ ცნობები და ფოტო მასალა აქვს მოძიებული.

რამაზ სურმანიძე იყო საქართველოს და აჭარის დამსახურებული ექიმი, ღირსების ორდენოსანი, მინიჭებული აქვს აბუსერისძე ტბელის, ილია ჭავჭავაძის და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები. არის „საპატიო ბათუმელი“ და „საპატიო შუახეველი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში