ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

09 ოქტომბერი 2020, 17:26 1512 ნახვა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჟეენბეკოვმა დედაქალაქში ჯარის განლაგების განკარგულება გასცა. ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობა დღეს 20 საათიდან ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ცნობისათვის, ყირგიზეთის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს.  შეგახსენებთ, ყირგიზეთში არეულობა კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში