რამაზ სურმანიძე - გამომშვიდობება

09 ოქტომბერი 2020, 20:00 5640 ნახვა

ექიმი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი  რამაზ სურმანიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე იგი ბერად აღიკვეცა და ბერ-მონაზონი ანდრია ეწოდა.

იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, ასევე  იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის საკრებულოს წევრი.

რამაზ სურმანიძე არაერთი ისტორიული, პუბლიცისტური და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მას ეკუთვნის წიგნი „1937 წლების ტრაგედია ბათუმში“, სადაც 640 რეპრესირებული ადამიანის შესახებ ცნობები და ფოტო მასალა აქვს მოძიებული.

რამაზ სურმანიძე იყო საქართველოს და აჭარის დამსახურებული ექიმი, ღირსების ორდენოსანი, მინიჭებული ჰქონდა  ტბელ აბუსერისძის, ილია ჭავჭავაძის და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები. იყო „საპატიო ბათუმელი“ და „საპატიო შუახეველი“.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში