აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა ოთხი პაციენტი

10 ოქტომბერი 2020, 11:22 2134 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ​ კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 199 კოვიდ დადებითი პაციენტი.

მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 4 აჭარას უკავშირდება. 

„მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდნენ, ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

აჭარაში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის: - 539 პაციენტი, 13 არასრულწლივანი, 22 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 45 პაციენტი. 

Covid სასტუმროებში რჩება 895 პირი, აქედან 93  არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში