„კარტოგრაფების საქმე“ შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს

11 ოქტომბერი 2020, 12:27 764 ნახვა

კარტოგრაფების საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მელაშვილის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. უფლებადამცველის თქმით, მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა.

მისივე თქმით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც იტყვის რომ ივერი მელაშვილი არის დამნაშავე, აქიდან გამომდინარე ადვოკატს მიაჩნია, რომ სასამართლო კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.ცნობისთვის, აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში