არანაირი ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა - შემოსავლების სამსახური

11 ოქტომბერი 2020, 12:25 1381 ნახვა

სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - განცხადება შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა და არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა და გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში