მახუნცეთის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

11 ოქტომბერი 2020, 12:08 880 ნახვა

ზედა მახუნცეთის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, სოფელთან მისასვლელი გზის ნაწილზე ბეტონის საფარია დასხმული, ნაწილი კი გრუნტია, რომელიც ყოველ გაწვიმებაზე გადაადგილების პრობლემას ქმნის. მათი თქმით დაპირების მიუხედავად გზა არ წესრიგდება. 

საუბრობენ გაუმართავ სანიაღვრე სისტემაზეც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ სოფელში ასფალტის საფარის დასაგებად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა და მეორედ გამოცხადდა. უწყების განცხადებით, სოფელში კილომეტრზე მეტ მონაკვეთში ასფალტისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში