დღეს საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება

11 ოქტომბერი 2020, 13:49 1467 ნახვა

დღეს უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრა სომხეთის დედაქალაქ ერევანში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უეფას გადაწყვეტილებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის გამო ეს მატჩი ნეიტრალურ მოედანზე პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კაკაბაძე დღევანდელ შეხვედრაში ტრამვის გამო ვერ ითამაშებენ.

ორი ტურის შემდეგ საქართველის ნაკრებს 4 ქულა აქვს, ხოლო სომხეთს 3 ქულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში