რატომ დაიბარეს "ლელოს" აქტივისტი პოლიციაში გამოკითხვაზე ?

11 ოქტომბერი 2020, 15:25 1359 ნახვა

"ლელოს" აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის პოლიციაში დილიდან გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება "ფეისბუქზე" მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც "ლელოს" აქტივისტი "ოცნების" წევრს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარის მოადგილე სავალან მირზოევი აცხადებს, რომ მას "ლელოს" აქტივისტთან არანაირი საქმიანი ან პირადი ურთიერთობა არ ჰქონია. განმარტება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიაში - "ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი, ვიდეოს ჩაწერის დროს, სავარაუდოდ, აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში