სამოყვარულო ველომარათონი

11 ოქტომბერი 2020, 15:05 1359 ნახვა

„მეტი სივრცე და მოწესრიგებული გარემო მათთვის ვისაც არ ჰყავს ავტომობილი“ - ამ ლოზუნგით, 50-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო დღევანდელ ველო -მარათონიში, რომელიც „ლელო საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის ორგანიზებით მოეწყო ბათუმის ბულვარში. ველომრბოლელებმა აკვაპარკის ტერიტორიიდან ანბანის კოშკამდე 5 კილომეტრიანი დისტანცია გაიარეს.

ველო გარბენის ორგანიზატორების თქმით, აქტივობის მიზანია ველოსიპედის, როგორც ჯანსაღი ტრანსპორტისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ქალაქში სპორტული გარემოს შექმნა და ველოკულტურის განვითარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში