აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში ერთი მამაკაცი გარდაიცვალა

12 ოქტომბერი 2020, 13:43 1052 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 55 წლის მამაკაცი, ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" მკურნალობდა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა და ის მძიმე მდგომარეობაში იყო.

''დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი.

კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. აღებული იქნა ნიმუში PCR კვლევისთვის, დადასტურდა COVID -19.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი 11 ოქტომბერს გარდაიცვალა'' - აცხადებენ სამინისტროში.

ქვეყანაში COVID-19-ით სულ 92 მოქალაქე დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში