საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტების შეხვედრა

12 ოქტომბერი 2016, 00:00 1636 ნახვა

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო. პირისპირ შეხვედრისას საუბარი ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ყირგიზეთის პრეზიდენტს და პირველ ლედის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ უმასპინძლეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინეს. აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ: ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.  აეროპორტში მას პრეზიდენტის მრჩევლები და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

ამავე კატეგორიაში