აქცია შეზღუდვებზე განახლდა

12 ოქტომბერი 2020, 20:00 1271 ნახვა

მორიგი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან, მოთხოვნები უცვლელია მოიხსნას კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვები. შეკრებილებს შორის არიან, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები, მიკროავტობუსების მძღოლები, ასევე ადამიანები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახურები დაკარგეს, მათ შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში