სამზადისი ციტრუსის სეზონისთვის

13 ოქტომბერი 2020, 12:09 1122 ნახვა

წელს აჭარაში  ციტრუსის 30-მდე მიმღებ გადამამუშავებელი საწარმო  იმუშავებს.  აქედან რამდენიმე ქობულეთში.  ობიექტები როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ,  უკვე მზადაა, შესაბამისად როგორც უწყებაში ირწმუნებიან,  ფერმერებს პროდუქციის რეალიაზაციის პრობლემა არ შეექმნებათ და არც  რიგში დგომა  მოუწევთ.  მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ბაზრების მოძიებაზეც.  რაც შეეხება ქვეყანაში და რეგიონში არსებულ ვითარებას, გიორგი სურმანიძემ გვითხრა, რომ პანდემიის პირობების მიუხედავად, ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა არ შეიქმნება და ამ მიმართულებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.  მთავრობა წელსაც გეგმავს  არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებას. ქობულეთში არსებული  საწარმოები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში