ბრალდებულს კოვიდ-19 დაუდასტურდა

13 ოქტომბერი 2020, 16:42 1324 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდა ბრალდებულ პირს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული არ ყოფილა.

ინფიცირებულია თურქეთის მოქალაქე, რომელიც აჭარის პოლიციამ 8 ოქტომბერს დააკავა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი,სამართალდამცველებმა იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მიიყვანეს.

''ვინაიდან ბრალდებული აჭარის რეგიონში დააკავეს, იქ არსებული მწვავე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მას პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრის გარეთ გაუკეთდა სწრაფი ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ამის გამო პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ა.გ. პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის შესაბამის კლინიკაში, სადაც მან PCR ტესტირება გაიარა და მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა'' - წერია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული კლინიკაში მოთავსებისთანავე აყვანილია ელექტრონული სამაჯურით კონტროლზე, რათა მასთან კლინიკაში პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრების ყოფნა არ ყოფილიყო საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში