ეპიდემიის სტატისტიკა ისევ მზარდია

13 ოქტომბერი 2020, 19:56 1063 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობენ, კიდევ 50 საწოლი დაემატება. გარდა ამისა, ხვალ აჭარაში თენგიზ ცერცვაძის გუნდიდან კიდევ 4 წამყვანი ინფექციონისტი ჩამოვა, მათ შორის უკვე მეორედ მარინა ეზუგბაია,ქვეყანაში გამოვლენილი 569 კოვიდინფიცირების შემთხვევიდან 207 აჭარაშია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 ადამიანი გარდაიცვალა აქედან 5 აჭარაში. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და იგი 329-ს უდრის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში