ფარიკაობა ქობულეთში

13 ოქტომბერი 2020, 20:00 2476 ნახვა

ფარიკაობაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები ქობულეთში, ცოლ-ქმარი პაველ კოჩკინი და ანტონინა კუაევა ჩვენს რეგიონში ჩამოვიდნენ და რადგან აქ სპორტული აქტივობის სიმწირე დახვდათ, ფარიკაობის სკოლა გახსნეს.

მათთან ათობით ბავშვი ვარჯიშობს და დაშნისა და ხმლის გამოყენების ტექნიკას ეუფლებიან. როგორც მწვრთნელები ამბობენ, მოწაფეებს დიდი პერსპექტივა აქვთ და მალე ისინი უკვე რეგიონის სახელით ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე შეძლებენ გამარჯვებების მოპოვებას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში