დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე

14 ოქტომბერი 2020, 11:46 1179 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

"ჩვენ, დღეს ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ვიმსჯელეთ. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, ვინაიდან საკმაოდ კარგად მუშაობს ეს შეზღუდვები,როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტას"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობის პოლიტიკა არის ასეთი, რომ  არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები.

„სლოგანი, რასაც ახლა ჩვენ ვიყენებთ არის, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება, რადგან ქვეყნები ვეღარ იქნებიან ჩაკეტილები. ყველაზე ბევრი შემთხვევაა ამერიკაში, მაგრამ ის ჩაკეტილი არ არის. არის შემთხვევების ზრდა, მაგრამ საბაზისო ეკონომიკური მიმართულებები ფუნქციონირებს, ანუ ვსწავლობთ თანაცხოვრებას. პოლიტიკა არის ასეთი, არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში