ატარეთ ყველამ პირბადე - ამირან გამყრელიძე

14 ოქტომბერი 2020, 12:20 1675 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს პირბადე ატარონ როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, რადგან ეს თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.

ამირან გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს დიდი შეკრებებისგან.

''გუშინ,ახალი მონაცემები ამოვკრიბე ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული ჟურნალებიდან და ყველაზე უკეთესი დაცვის საშუალება არის პირბადე. დღეს როცა ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ შენობებში და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ. პირბადე 50-დან 75%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.

ასევე მეორე წესი, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან. ცოტა ხანი, ერთ წლამდე,არ გვინდა დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები. მოვა ამის დრო ისევ. ყველა გავრცელების წყარო, რომელიც ბოლო პერიოდში იყო იწყებოდა დიდი შეკრებებიდან.

ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს კორონავირუსი, რომ ის მოგონილია. რომ ის სურდოსავითაა და მალე გაივლის,არ არის სწორი. ეს სერიოზული დაავადებაა. მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე ამ ინფექციამ და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ ერთ მილიონს...ის იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულიოზი, შიდსი, მალარია, ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს. სერიოზული პანდემიაა მსოფლიოში,ამიტომ ერთადერთი დაცვის საშუალება, ვიდრე დამტკიცდება ვაქცინა, წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში