ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე დაინიშნა - შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა. დავით ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება. მანამდე მას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.