მედეას ძეგლის კვარცხლბეკი აღდგენას არ ექვემდებარება 

14 ოქტომბერი 2020, 16:31 2141 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე მედეას ძეგლის კვარცხლბეკი აღდგენას არ ექვემდებარება. ექსპერტების დასკვნით, მარმარილოს ფილები დაზიანებულია. საჭიროა ახალი პროექტის შემუშავება და ტენდერის გამოცხადება.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის განცხადებით,  აუცილებელია შეფუთვის და კვარცხლბეკის მთლიანად შეცვლა. მისივე თქმით, ყველა დეტალი მონუმენტის ავტორთან შეთანხმდება.

''ამ კვირაში ოფიციალურ დასკვნას მოგვაწოდებს ექსპერტი. რესტავრატორები და პროექტის ავტორები შეიმუშავებენ ახალ პროექტს. ფერიც და მასალაც ავტორთან შეთანხმდება, შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი ძეგლის მოწესრიგებაზე. ექსპერტებმა მოგვცეს მითითება, რომ რესტავრაციას არ ექვემდებარება და საჭიროა შეფუთვის და კვარცხლბეკის მთლიანად შეცვლა, ახალი მასალებით. ​შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება. ვეცდებით რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღვადგინოთ'' - განაცხადა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა.

მედეას ქანდაკება 5 ოქტომბერს დაზიანდა. მას შემდეგ ტერიტორია სპეციალური ჯებირითაა შემოფარგლული.

ევროპის მოედანზე მედეას ქანდაკება 2007 წელს დაიდგა, მონუმენტის ავტორი დავით ხმალაძეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში