დიდი ფეხბურთის დღე

14 ოქტომბერი 2020, 20:20 1455 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები, უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

დღევანდელ მატჩს თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა. მატჩამდე ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 23 კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა.

ეს მატჩი უმნიშვნელოვანესი საკონტროლო შეხვედრაა, რადგან სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბერს გასამართ მატჩში გადაწყდება, გაემგზავრება თუ არა საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში