კოვიდ სტატისტიკა აჭარაში

15 ოქტომბერი 2020, 11:11 1794 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 154 კოვიდდადებითი პაციენტი.

გარდაცვლილია 87 წლის ქალი და 65 წლის მამაკაცი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მცირედი მატება შეინიშნება.

აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 548 პაციენტი, 13 არასრულწლოვანი და 28 ორსული. - რეანიმაციაში მოთავსებულია - 53 პაციენტი.

ნონა ეფაძის თქმით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა 63. Covid სასტუმროებში რჩება 765 პირი, არასრულწლოვანი - 53.

აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში