აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

15 ოქტომბერი 2020, 12:00 1213 ნახვა

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, გორანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რეგიონების ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს,“- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თავის მხრივ, ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის უწყებაც და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მძიმე არტილერიის გამოყენებაში ადანაშაულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში