აჭარაში სასწავლო პროცესის აღდგენა გადაიდო

15 ოქტომბერი 2020, 13:44 6915 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით აჭარაში სასწავლო პროცესი ჯერ-ჯერობით არ დაიწყება. გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვები ძალაში რჩება.

''აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები ძალაში დარჩება, ისევე როგორც რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე მოქმედი შეზღუდვები" - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ბრიფინგზე ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლებაზეც ისაუბრა.

''უმაღლეს სასწავლებლებში უნდა დაწყებულიყო სწავლა 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. მათ ექნებათ რეკომენდაცია, იქ სადაც შესაძლებელია, რომ იყოს დისტანციური სწავლება, გაგრძელდეს დისტანციურად, მაგრამ იქ სადაც ეს შესაძლებელი არ არის ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში